ავტოპორტრეტი
მოძმის სიკეთე მახარებს რარიგ, როცა მჭმუნვარებს, განვიცდი ტკივილს, მახსოვს წინაპრის სიმტკიცე რვალის, მშვიდად მივყვები გასავლელ ბილიკს. დროის ქარაშოტს სურს დამარბიოს, შმაგ და უტიფარ წადილს არ ნიღბავს, სული ნაღველით ბევრჯერ ამივსო, მაგრამ მაინც ვერ გამიღარიბა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი