წვიმს


წვიმს	.	.	.
წვიმს	.	.	.
წვიმს	.	.	.
საწუთროს ერთი მგზავრი
ვარ დაყრდნობილი ფიქრს, 
ის სალაღობო ჰანგი 
მხოლოდ ხსოვნაში კრთის. 
მორაკრაკებენ მარდად 
ნაკადულები გზის,
რომ ჰგავს იმ დღეებს ნაღდად, 
არ მანებებდნენ ძილს.
აწვიმს ოდების უთვლელ 
წითელ კრამიტის რიგს,
წვიმის წრფელ მოტივს ვუსმენ, 
რა თბილ ჟრუანტელს მგვრის. 
პოეტი ამხელს განცდებს, 
აჟღერებს სულის სიმს, 
გაერინდები ბწკარებს - 
წვეთებად ასხმულ მძივს.
უფრო მჭმუნვარებს ძეწნა, 
რტოებს მიწამდე ხრის, 
ნეტავ გამანდოს სევდა,
`სამძიმარ ვუთხრა~ მყის. 
ისევ და ისევ წვიმს, 
გადაუღებლად წვიმს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი