პოეტური ღამე
რულს არ იკარებს წუთით ზაფხულის სავსე მთვარე, და ვერცხლისფერი შუქით ნათელს ჰფენს არემარეს. ვარსკვლავნი საკვირველად ელავენ მაღლა ცაზე, ვინ არ ნებდება ნეტავ ამ ზღაპრულ სილამაზეს. ირგვლივ დუმილი მეფობს, გავერინდები მყისვე, მე მსგავს სიჩუმეს, ღმერთო, საყდრის წიაღში ვისმენ. დროდადრო ფრთხილი სიო ფოთლებს საამოდ ეტრფის, მიპყრობს ნაცნობი სითბო - გრძნობათა უხვი ტევრის. როგორც მრავალგზის - ახლაც - ვდგავარ სრულიად მარტოდ, ღამეს სპეტაკს და მართალს - სათქმელს სულ მუდამ ვანდობ. ვუმზერ თითქოსდა თვალწინ - ვარსკვლავებსა და მთვარეს, რა დიადია მაინც ეს პოეტური ღამე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი