სევდის ბორცვები
ბორცვები, სევდის ბორცვები, საყდრის ეზოში ვღონდები, აქ სიჩუმეა ყოველთვის მკაცრი და გამაოგნები. ბორცვები, სევდის ბორცვები, წლები მწუხარე გოდების, და ზოგჯერ, ხანგამოშვებით, ოდნავი შვების მომგვრელიც. ბორცვები, სევდის ბორცვები, საყდრის ეზოში ვღონდები . . . ვის არ შემუსრავს დროების გულცივი ქარაშოტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი