სიმარტოვე


ეს თანადგომა, ეს მხარდაჭერა - აზრი 
სიცოცხლის არის მარადის, 
გამქარვებელი დაუეჭვებლად - 
ლოდივით მძიმე, ვერაგი დარდის. 
მაგრამ ხანდისხან, მაგრამ დროდადრო
გვსურს მხოლოდ ერთი - მარტოდ დარჩენა, 
მხოლოდ სიმშვიდე და სიმყუდროვე - 
დაღლილი სულის გადასარჩენად. 
განმარტოებას უთუოდ ახლავს
სხვა სურნელება - სპეტაკ იელის, 
და აფეთქებულ აპრილის მსგავსად 
ეშხი აქვს სანდო, გასაკვირველი. 
დიახაც, ეგებ ამ სიმარტოვით
ჩვენ ვეგუებით წამს დაუნდობელს, 
როს მოგვიხტება თვალთ გამთოშავი
და წარგვიძღვება უმალ - დიდ სოფელს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი