ღამის პირისპირ


ღამის პირისპირ ვარ მარტოდმარტო, 
ღამეა ქუფრი, ო, როგორ ბნელა,
და ახლა სევდა, ასე რომ მზაკვრობს, 
გულს შემოეჭდო შეუბრალებლად. 
ღრუბლის მიღმაა მთვარე გვიანი
და მოციმციმე ვარსკვლავთ კრებული, 
არ უალერსებს ხეებს ნიავი,
არემარეა დამწუხრებული.
მოკეცეს ფრთები, თვლემენ ჩიტები, 
მხოლოდ ხანდახან ძაღლი ღავღავებს, 
დაცხრა, დანელდა ცეცხლი იმედის, 
უიმედობა მეფობს ამ ღამეს.
. . . ეჰ, რა იქნება ცივი სამარე, 
სადაც სიჩუმე ერთვის ყიამეთს, 
სადაც ვერ სწვდება საწუთროების 
სიმძიმილი თუ ლხენა - სიამე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი