ჭონქაძის ქუჩის პატარა სახლი
ისევ მიზიდავს ნათელი შუქით ჭონქაძის ქუჩის პატარა სახლი, ქალაქის გუგუნს გარიდებული, და ძველისძველი, ვინ იცის, რა ხნის. აქ სტუდენტობის მე განვვლე წლები, ზეცას ვტყორცნიდი ოცნების ისარს, გულს აელვებდა დაუთმობელი, სპეტაკი ეშხი სიყვარულისა. აქ გვამაღლდება ჩვენ მეგობრობა - ქართველებს, რუსებს და ებრაელებს, როდესაც სუფევს იმგვარი ნდობა, თვალს დანისლულს რომ შეაშრობს ცრემლებს. მერე დრო-ჟამი გაფრინდა სწრაფად, ლოცვად ვიმღერე სულის ტაძრიდან, მერე თანდათან დამეტყო დაღლა, ბევრი რამ კიდეც გადამავიწყდა. ეს მოგონება, ნამდვილი, თბილი, არის კვლავ ჩემი წმინდა ნუგეში, ვდგავარ პატარა სახლის პირისპირ - თითქოს დავბრუნდი სიჭაბუკეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი