როგორ მახარებს


როგორ მახარებს - ადრე აყვავდა
და გამოისხამს ფოთოლს ალუჩა. 
როგორ მახარებს -ამ ჩემს ლამაზ და 
გულწრფელ ოცნებას  ბოლო არ უჩანს. 
მსურს, არ გამიქრეს ოდნავ ოცნება - 
ელვარე მზის და მთვარის სარკმელში, 
კაეშანმა და მოთქმა-გოდებამ
არ მომამწყვდიოს თავის მკლავებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი