მუხა


ცას ქუფრავს ზამთრის ლეგა ღრუბლები
და ჩემი ფიქრი ახლა მოღლილა,
მუხას შევყურებ, ვესაუბრები,
დროსთან შებმული კვლავ დგას ღონივრად.
- შენ დრომ გარგუნა ბევრჯერ სადარდო,
არ მოგრევია სევდა გოლიათს,
ო, ნეტავ, მუხავ, მეც ვერ დამჯაბნოს 
ცრემლამდე მძიმე მელანქოლიამ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი