შენი იერი და სილამაზე


იმგვარი დღეა, შვებას ვინ ჰპოვებს, 
ზეცაა ახლა მღვრიე და ქუფრი,
ამ არემარეს გაასხივოსნებს - 
შენი ღიმილის უბადლო შუქი.

დაისადგურა დუმილმა მკაცრმა
და ნაღდად ვერვის დალანდავ გზაზე, 
მსწრაფლ გაასრულებს მოწყენას თვალთა, 
შენი იერი და სილამაზე.

უცებ იქუხა, გაწვიმდა კიდეც 
და გაილუმპა ხეები ირგვლივ,
ვნატრობ - ერთვოდეს წვიმის ცივ ნისლებს - 
შენი ჩურჩული ესოდენ თბილი.

ტკბილზე ტკბილ გრძნობას არც როდის ვმალავ, 
ზღვასავით ვღელავ, გიხილავ ვიდრე,
მწამს, ვნების ცეცხლით დამიპყრობ 
კვლავაც, ვეალერსები ჩემს გულში იმედს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი