ზღვა
გრიგალ-ქარი აქანავებს პალმას, ხრის მიწამდე, გადატეხოს ლამის, ზღვის ვეება, აფოფრილი ტალღა მრისხანებით ეხეთქება ნაპირს. ვიცნობ მოხუცს, ზღვის ნაპირზე მდგარი, გასცქერს მწყრალ და გაანჩხლებულ სივრცეს, თქმა არ უნდა, ნატრობს ბერიკაცი დღეებს მღელვარს, სხივებმოციმციმეს. შეუპოვარს და ნაომარს ბედთან, დრომ წაართვა სიხალისე მწველი, ცოტა ხნითაც ვერ ერევა სევდას, სადღა შვენის გზნება სასურველი. შესამჩნევად უხაროდა გულით - მზის ღიმილიც და ხანგრძლივი დელგმაც, ოცნებებით ანთებული მუდმივ სიმყუდროვეს განა დაეძებდა. ბერიკაცი,- ზღვის ქვიშიან ნაპირს, შეუპყრია ახლა სულ სხვა ფიქრებს: - ნეტავ, კიდევ, რამდენჯერ დაითვლის ამ მღვრიე და ქაფმორეულ ზვირთებს... შორს ელვარებს უთეთრესი გემი, ზღვის სიშმაგე არ აშინებს ოდნავ, თუმც ბარბაცებს და ტორტმანებს გემი, წინ მიიწევს მაინც დაუცხრომლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი