როდინოული მეძვირფასება


მე ყველა სოფელს ვეტრფი თამამად, 
გული უბადლოდ მღერის და თბება,
თუმც ვინ გამკიცხავს, რომ სულ სხვაგვარად - 
როდინოული მეძვირფასება.
სხვა არის ჩემი წინაპრის მიწა,
აქ ტკბილ ბავშვობის ელავს განცდები, 
ვიგრძენი მწვავე, მსუსხავი ყინვაც, 
მაინც აქ ვარ და აქ გავთავდები.
დღე არ ჩაივლის, რომ არ ვიხილო - 
სიკეთის შუქი - სხივმოციმციმე,
ჩემს დამწუხრებას თუ დარდი ცდილობს, 
მჭმუნვარებისგან დამიხსნის მყისვე.
მე ყველა სოფელს ვეტრფი თამამად, 
გული უბადლოდ მღერის და თბება,
თუმც ვინ გამკიცხავს, რომ სულ სხვაგვარად - 
როდინოული მეძვირფასება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი