საქართველოსადმი


საქართველოვ, მუდამ შენზე ვფიქრობ, 
ჩემო სუნთქვავ, ჩემო გულის ლხენავ, 
ვარ ამაყი, როცა ვუმზერ დიდგორს, 
ვდარდიანობ, ბაზალეთს რომ ვხედავ.

მომხვდურები გვესეოდნენ ოდეს, 
ჩქეფდა სისხლი ჭრილობიდან ღვარად, 
არ დავეცით და არ დავიჩოქეთ,
თუმც ხანდისხან ჩვენ შეგვეტყო დაღლა.

დღესაც ბევრი გადავჯიშდეთ, ლამობს, 
(მოგვიმრავლდა შინ და გარეთ მტერი), 
სურთ, წინაპრის ადათ-წესი დავთმოთ, 
აღარ ენთოს ტაძარს კელაპტრები.

ძილ-ბურნიდან გამოვიდეთ, დროა, 
ვიბობოქროთ დაუდგრომელ ზღვისებრ, 
მთავარია, კვლავ მამულის გრძნობა, 
რწმენის ძალა დავიბრუნოთ ისევ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი