მოხუცის მძიმე ფიქრი


ვხედავ, სულ ახლოს ბორგავს სიკვდილი, 
ქარიც წრიალებს მეტად აშარი,
აი, მთავრდება დროსთან ჭიდილი, 
აი, მთავრდება ბედთან თამაში. 
მხოლოდ ჩავლილი მოჩანს ბილიკი, 
გული თანდათან ცხრება, მაშვრალი, 
აი, მთავრდება დროსთან ჭიდილი,
აი, მთავრდება ბედთან თამაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი