მამის მონატრება


ცა - მოღუშული, ცა - ამღვრეული, 
ქუფრი ღრუბლებით გულჩახვეული, 
ცივი ზამთარი მოდის, დროული, 
გადაბინდულა როდინოული.
დგანან რა მშვიდად ფიქრში დანთქმული 
ოდა სახლები,
თვალს არ იტაცებს ეს გაძარცული 
სოფლად ბაღები.
სუფევს სიჩუმე - ახლა, არც სანდო, 
არც სანუკვარი,
ირგვლივ მიდამოს საამოდ აკრთობს 
სურნელი კვამლის.
მუდამ ზღაპრული, მყუდრო ბუბუნით 
ძველი ბუხრები
სტუმრებს ელიან,
დავლანდე მამა, არწევს ბურუსი, 
მაინც, რარიგად
მომნატრებია . . .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი