ბეღურა


გასწივის ზმათრის მძვინვარე ქარი
და შიშველ ხეებს ულმობლად არხევს, 
ბუნება ჩუმი, აღსავსე დარდით, 
ზამთრის სიავეს ბოლომდე ამხელს.
სუსხს და სიცივეს არ უფრთხის ერთი - 
ჩვენი ბეღურა, ლაღი ფრთოვანი,
მის ბაღში მოსვლას აშკარად ერთვის 
სიცოცხლის რწმენა აუწონავი.
არ ეშინია ყინვის მუქარის,
რომ აღჭრიალებს ახლა ბასრ კბილებს, 
პაწია გულში ის დღე უხარის,
ბაღი როდესაც დაიყვავილებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი