(თუ შენ იპოვი გამოსავალს ..)


თუ შენ იპოვი გამოსავალს ამ ცხოვრებისთვის
სულ ყველა ნაბიჯს გადადგავდი მხოლოდ ღმერთისთვის 
და შენი სული იქნებოდა მუდამ მდიდარი
მაგრამ, ამ დროში ყველა ცუდი შეგეხებოდა როგორც ჯინჭარი
დაივიწყებდი რომ არსებობს აქ ბოროტება
თუ რამ გაწუხებს ეს აზრია ან მოგონება
ქვეყნად ასეა გაჩენილი ადამიანი
მის გულს სჭირდება დაცვა მხოლოდ დარაბიანი
როცა გავა დრო და შეამჩნევ თმებში ჭაღარას
მოგენატრება რომ გეძახდა დედა პატარას
რა გავიარე? ან რაც დავთესე უკვე მოვიმკი?
დაგვებადება აზრები დაუკითხავად
როცა დრო მოვა წასვლის განსაკითხავად
ხმამაღლა იტყვი, ღმერთს გააგონებ
    რა გაიარე...ან კი რამდენად ბედნიერი იღვიძებ ახლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი