,,გვირილობა"
მოდის მაისი ჩუმი ნაბიჯით, მინდვრებს თეთრ სიზმრებს აფენს ნელ-ნელა, ქარი გვირილებს თმაში აგვირევს და გულიც თითქოს ბავშვობს ხელახლა. მზე ჩამოჯდება ბორცვის წვერზე, თბილი ნათება გადმოიფანტა, ისეთი სიჩუმე ჩამოვა მიწას, თითქოს სამყარომ ლოცვა დაიწყო ახლა. გვირილა — პატარა, მაგრამ ნათელი, თეთრი გულებით გვასწავლის სითბოს, არაფერს ითხოვს, უბრალოდ ყვავის, და მაინც ყველას გულამდე მიდის ჩუმად, როგორც სიტკბო. მე როცა ვუყურებ, რაღაც მაღვიძებს, რაც ვერ დავარქვი ჯერაც სახელად, იქნებ ეს არის სიწმინდე ნამდვილი, ან ბავშვობის ხმა დაბრუნებული მელოდიად. და ვფიქრობ მაშინ — რა არის ბედნიერება? დიდი სიტყვები თუ უბრალო წამი? იქნებ გვირილა მინდორში მარტოს, მზე და სიჩუმე — და მეტი არავინ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
მე როცა ვუყურებ, რაღაც მაღვიძებს,
რაც ვერ დავარქვი ჯერაც სახელად,
-------
?
და ვფიქრობ მაშინ — რა არის ბედნიერება?
დიდი სიტყვები თუ უბრალო წამი?
იქნებ გვირილა მინდორში მარტოს,
მზე და სიჩუმე — და მეტი არავინ...
--------------
?