,,იმედის ნათელი"


ცივი ნისლი მთებს ეხვევა,
ხეებს ფოთოლი სცვივათ,
გული წარსულს ენატრება,
ძველი ჭრილობები სტკივა.

ქარი კვლავაც დააქროლებს
გზებზე დაგროვილ მტვერსა,
მაინც არ გატყდება სული,
ვერვინ დააჩოქებს ერსა.

თუნდაც ღამე იყოს ბნელი,
გზა კი — შორი და ძნელი,
მშობლიურ მიწას ყოველთვის
ჰყავს თავისი მფარველი.

დილა ისევ გათენდება,
სხივი აანთებს არეს,
და ეს დიდი სიყვარული
გადაალახავს დარდებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი