,,ჩემი სოფელი"
მე დავიბადე ნამანევში, არის სოფელი მზიანი, გულში მიპყრია ბავშვობა, ტკბილი და მოგონებიანი. აქ მთებს ეხება ღრუბლები, დილის ნისლები თეთრია, ვისაც უყვარს ეს ბუნება, სიხარულს ეზიარება. შარეულა და ყვირილა ერთურთს ლამაზად ერწყმიან, კლდიდან ჩანჩქერები მოხტის, წყლები ყინულივით ცივიან. ამ მწვანედ მორთულ ფერდობებს ზურმუხტის ფერი ატყვია, ნამანევის ამ სილამაზეს გულში სიამედ ჩაუყრია. სტუმარს, ვინც დაღალა ქალაქმა, აქ ელის სულის სიმშვიდე, ჩვენი სოფლის კარი ღიაა, ყველამ ეს კარგად იცოდეს. შევწიროთ დღეს ეს სადღეგრძელო ჩვენს კუთხეს, წინაპართა ხსოვნას, ღმერთმა დალოცოს ნამანევი, არასდროს მოაკლოს პოვნა! ამ მიწის მადლს და სილამაზეს ვერც ერთი მხარე ვერ შეედრება, სხვა ნამანევი სად გინახავთ, ან ნამანეველს ვინ შეედრება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი