,,ჩემი ოთხფეხა მეგობარი"
ეზოში დგას, თვალებს მინაბავს, ქარს და წვიმას ჩუმად იტანს. პატრონის გზას მუდამ ელის, სიყვარულით სავსე თვალით. თუკი ხედავს, სიხარულით ყეფს და მორბის დიდი გულით. მისი თვალი სითბოს აფრქვევს, ყველა დარდს და სევდას ახევს. ერთგულება მისი ხვედრი, არ სჭირდება სიტყვა ბევრი. ბოლომდე რომ გვერდით დგება, მის სიყვარულს რა შეედრება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი