,,მარიამობა"
მთაში საღამო ჩამოწვა წყნარი, ეზოს ავსებს ხალხის მხიარული ხმა, სიოს მოჰყავს რაჭის ნაზი ქარი, სუფრას ემატება ბარაქა და თქმა. ნეშოზე გაშლილ დიდებულ სუფრას ამშვენებს ლორი და ხაჭაპური, ღვინო თასებში სიხარულს უკრავს, გულებს ათბობს ეს ტკბილი სიყვარული. ვაზის ლაშქარში სინათლე კრთება, ჭაშნიკს უსინჯავს მოხუცი ბაბუ, ნელ-ნელა ყველა სუფრასთან ჯდება, მთებს გადმოჰყურებს რაჭული ცაბუ. ხელში განსხვავებულს იღებს თამადა, დალოცა კერა, მწვერვალი, ცა, ლოცვა გულებში სიტყვად ჩალაგდა, ლოცავს იმ მიწას, უფალმაც იწამა. ხალხმა დალია, გაისმა ტაში, დოლ-გარმონს მიჰყვა რაჭული ცეკვა, სიხარულს ვერსად დაჰფარავ მთაში, სიყვარულმა იწყო გულებში ფეთქვა. ჩემო რაჭაო, კუთხევ ალალო, შენი მთების და ჰაერის დარდო, იმედის სხივად უნდა განათო, ჩემო ლამაზო, სიცოცხლის ვარდო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი