,,რა ლამაზია"


მზე ამოსულა მთა-ბარი
კი წითელ-ყვითლად ნარნარებს
იქ,ხეზე,ტოროლას ვხედავ
ნელი სიოსგან კანკალებს...

ვერ გამოტოვებ ამ წამებს...
ზღვას რომ გავხედავ, ვხედავ კალმარებს...
შემოდგომაა,ნელი წითელი 
ცას რბილად დაჰკრავს მუქი ცისფერი...

ოხ ჩემო ლამაზო ტკბილო წამებო,
გადათენებულ-დათვლილ ღამენო...
ჰაერში ვიგრძენ მე ხილის სუნი 
აქვე დავლიე სიტკბითა სული...

ეს სილამაზე მხოლოდ ჩემია
ცაში ჩიტები ჩუმად მღერიან
მალე ხომ წავლენ რომ აცივდება,
მაშინ სოფელიც ხომ გაცივდება...

ახლა კი ირგვლივ არის მზე ჩუმი
ზედ მაფრქვევს სხივებს ჩვეული სუნით...
ხეებს ფოთლები ნელ-ნელა ცვივა
დღითიდღე გარეთ სულ უფრო ცივა.

ვაშლების სუნი ჩემს დიდ გულს ათბობს
ყურძენი კაცებს უგონოდ ათრობს...
იღიმის ყველა შემოდგომაა
გაჩერება და ჩამოდგომაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი