,,ჩემო ქვემო რაჭა"


მთებს გადაჰყურებს რაჭული მხარე,
რიონი მორბის, ღრიალებს ჭალა,
ზეციდან გვიმზერს კაშკაშა მთვარე,
ამ დალოცვილ კუთხეს ანიჭებს ძალას.

ხალხი ამაყი, გულით რომ ხარობს,
ეზოში ვაზი სავსეა მტევნით,
სტუმარს და მოყვასს სიყვარულით წყალობს,
დარდს დაივიწყებ ამ მიწის ცქერით.

ამბროლაური, ხვანჭკარის მხარე,
თითოეულ კუთხეს დიდება ადევს,
მწვანედ ბრწყინავს და კაშკაშებს არე,
ყოველი ხე და მთა სითბოს გვადებს.

ძველი ეკლესია, ნიკორწმინდის ეზო,
ჩვენი წინაპრის დატოვებული კვალი,
ჩემო ლამაზო, ქვემო რაჭის მხარევ,
შენით ხარობს და ბრწყინავს ჩემი თვალი.

სადაც არ უნდა ვიარო შორს,
გული მაინც აქეთკენ მექაჩება,
შენი სიყვარული ყოველთვის მსურს,
სულში სამუდამოდ მზედ დამრჩება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი