,,უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს"
ხევში დავხედე ბრძოლის ნაპირებს, ქარი ყმუოდა ცივი და მწარე, იქ, სადაც მიწა სისხლს ინახავდა, დარჩა მეგობრის სახე მდუმარე... ტყვიების ქარში იდგა უშიშრად, ბოლომდე გულით ებრძოდა ქარებს, დაეცა, მაგრამ მისი ნაბიჯი დღემდე აყოლებს გზებს და ნაკვალებს... არ დაუყვირა ბედს და არ შეედრკა, როგორც კლდე იდგა ბოლო წამამდე, და როცა მიწას მშვიდად შეერწყა, ცა გადაეფარა ლურჯ ფარდამდე... არ დამავიწყდება მისი სიმამაცე, არც ის დღე, როცა ცრემლი დავღვარეთ, რადგან მის გულში იწვა ქვეყანა, და იმ ცეცხლს დღემდე ჩვენ ვატარებთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი