,,უთქმელი აღსარება"
ფოთოლთ შრიალში შენი ხმა მესმის, ნაკადულის ხმა კისკის მაგონებს, შენთვის მოძღვნილი ეს ერთი ლექსი გადაუქროლებს სევდით მთა-გორებს. შემოღამებულს ვუმზერდი სამყაროს, სადაც ერთმანეთს ებრძვის ორპირი, გრძნობა არ მინდა ქარმა წაიღოს, როგორც უფსკრულში გადაყოლილი. შენი თვალების შორეულ ნათელს ბნელში ვეძებდი, ვით საგზალს მგზავრი, სიჩუმე ოთახს იარად აჩნდება და მოლოდინი ტკივილად მზარავს. წარსულს ჩაბარდა ეჭვების ჯოგი, რაც გულს მიკლავდა და სულს მიმონებდა, დავრჩი სუფთა და უმანკო გრძნობით, მხოლოდ შენზე და შენს ხმაზე ფიქრში. დავრჩით ორივე ჩვენ-ჩვენთვის მარტოდ, ღმერთია მოწმე, მხილველი ყოვლის, მე წინ გიდგავარ, გულღიად ვამბობ — წმინდა ვარ, როგორც ფიფქები თოვლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი