,,მამულის სევდა"
სხვისი აჩრდილები დადიან, ჩვენს ეზო-კარს პატრონობენ, მამულს სევდა შემოსწოლია, წარსულის დღეს ნატრობენ. უცხო ხელში გადასულა ჩვენი ოქროს ყანა-ველი, გულს გვიმძიმებს ეს ტკივილი, წუხილი და დარდი ძველი. ზღვარს მიღმა დარჩენილ მიწებს ცრემლიანი თვალი ელის, საკუთარ ქვეყანაშივე მშობლიურის ხმას ვეძებთ. მაინც გვწამს, რომ გათენდება, ყინვა ბოლოს გადნება, შვილებს თავის სახლ-კარში კვლავ სიხარული დახვდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი