,,ნატკივარი მიწა"


უცხო ქარი ეზო-კარს და
სახლის ფანჯრებს აწყდება,
როცა შენი საკუთარი
კერა სხვისი გახდება.

ფიქრი ისევ წარსულს ეძებს,
ტკივილს გულში იტოვებს,
შენი მიწის თითო კუთხე
მწარედ დასტირს პატრონებს.

საკუთარ ქვეყანაშიც კი
უცხოსავით დადიხარ,
მტერი მოდის მშვიდი სახით,
ფიქრობ: სადღა წახვიდე?

მაინც სჯერა გულს იმედის,
მზე რომ კვლავაც იფეთქებს,
და ეს დარდიც, ვაებაც
სამუდამოდ გაქრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი