,,ფიქრები მამულზე"
სვანეთის კოშკებს შემოვლო ნისლმა, ფშავის არაგვმა დაირქვა გლოვა, მამულს სიმტკიცე წაართვა რისხვამ, ნეტავ გაზაფხული როდისღა მოვა? ხევსურეთს ქარმა დაუწყო კვესა, ლეჩხუმის ხევში დაჰქრის ზამთარი, რაჭის მწვერვალმა სიმღერა შეწყვიტა, მტკივა ეს მიწა, როგორც ლამპარი. სკოლის მერხიდან გავყურებ ბილიკს, სადაც ბავშვობა ოცნებად დარჩა, ვხედავ სამშობლოს ტანჯულსა და დაღლილს,მტერი კი ისევ მიწების გატაცებას ლამობს. ვერ შევძელ თითქოს შენი დაფარვა, სული ამევსო მძიმე ნაღველით, მაინც მჯერა, რომ შენი გადარჩენა ჩემი თაობის გახდება ხვედრი. მინდა, ხელებით დაგიცვა, გხსნაო, სკოლის მერხიდან შემოგტირ მტირალს, გზებზე სარანჩამ ვერ შეგაშინოს, როცა წინაპრის ხმლები კვლავ ბრწყინავს. ასე პატარა, სევდით დაღლილი, მაინც მომავლის იმედით ვცოცხლობ, მჯერა, აღსდგება ძველი დიდებადა გაზაფხულით კვლავ გაიხარებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი