,,გულნატკენი მელექსე"


მთაო, მომისმინე, ძმაო,
გულს ჩამიდგა მწარე დარდი,
სიტყვა გულით ამოვთქვი და
ზღაპრად რად ჩამომითვალე?!

კლდეო, შენ მაინც გამიგებ,
ქარო, შენ მაინც გესმოდა,
წმინდა გულით ნათქვამ სიტყვას
ავად ჯავრი რად ჰყვებოდა?!

მე ჩემი ფიქრი დავთესე,
სიტყვა დავკრიფე იებად,
შენ კი მითხარი: „სხვისია!“,
გულს დამაჩნიე იარად.

არც ქებას ვითხოვ, არც დიდებს,
არც იმას, ყველა მენდოსა, მხოლოდ
ერთსა გთხოვ, ნუ მჩივი
უფლებას რათა გული მღერედესა!

მდინარევ, წაიღე დარდი,
მთაო, შემინახე კვალი!
სხვისი არ არის ეს წყენა,
ჩემია ყოველი ვალი!

თუ ჩემი ლექსი არ ვარგა,
შეცდომა მაჩვენე, ძმაო,
ოღონდ ნუ მეტყვი: „სხვისია!“ —
მწარედ ნუ მატკენ გულსაო.

ვაჟკაცის სიტყვა ქარს მიჰყავს,
გულით ნათქვამი რჩებაო,
სხვისი ფიქრების ქურდსა კი
სიმართლე დაეწევაო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი