,,პოეტი პოეტს"


მესმის შენი ნაზი სიყვარული,
გულში ცრემლი რომ ჩაგღვრია,
ლექსით გაქრა მთელი მწუხარება,
ფიქრი ცისკენ გადაფრენია.

შენ პატარძლის კაბას ნატრობდი,
მერე წყალში ჩახტი გოგოსთვის,
სიგიჟის ზღვარს ჩუმად ელოდი,
იბრძოდი და ლოცვებს ამბობდი.

ბლოკნოტს შემორჩა კიდევ გვერდები,
კალამს მელანი არ დაშრობია,
არასდროს ბრძოლაში არ დავნებდებით,
მგოსანს სიცოცხლე სულ ყვარებია.

მთვარეს ესაუბრე ღამის ბნელშია,
იას, შროშანს ელი მინდორში,
პოეტის სული წმინდა ცეცხლია,
არასდროს მოკვდება ამ სამყაროში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ფიქრი ცისკენ გადაფრენია.?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მერე წყალში ჩახტი გოგოსთვის,

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი