,,ნამანევი"


აგერ გაშლილა ნამანევი,
მთებში დაკარგულ მხარედა.
ხალხი მშრომელი, გულღია,
ლოცვას იტყვისო მწარედა.

შარეულა რომ მოჩუხჩუხებს,
წყალს მიატყუებს ქვაზედა,
ძველი წისქვილი დაუღლია,
ხავსი დასჯდომია ქვაზედა.

ტყე გადაჰყურებს სოფელსა,
ნისლი შემჯდარა მთაზედა.
მთის ნიავი რომ დაუბერავს,
სული გაფრინდება ცაზედა.

აქ ბაბუათა გვაქვს ნამოსახლარი,
ფესვი ჩარჩენილა ველადა.
სოფლის სიყვარულს დავეძებთ,
გული გამხდარა შველადა.

შარეულასთან მივდივართ,
ფიქრი დაგვყვება მგზავრადა;
ღმერთმა დალოცოს ნამანევი,
არ გადაიქცეს ნავრადა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი