,,ჩემო ტურფავ"


იცი, ხან შემიპყრობს სევდა შენი,
ხან ღიმილი ალმაცერი,
ხანაც სუნთქვა შენი ეშხის,
ჩემო ტურფავ, შენი მესმის.

შენი მესმის, ვიცი, როგორ განმიცდი,
ვიცი, მე რომ დავიკარგო,
შენ იმ სახლთან დამიცდი.

დამიცდი და არ იკითხავ, სად დავდივარ, სადა, 
შენი ერთი გამოხედვა  გულს გამითბობს ჩუმად, 
ხან მგონია, ეს სიზმარია,  გათენდება მალე, მაგრამ შენი  მონატრება არ მთავრდება ღამით.

სადაც იყო ერთ დროს ქნარი,
გაქრა, როგორც ჩრდილი ერთ დროს,
ვაი იმას, ვისაც ეთქმის,
მე ვერ ვუგებ გრძნობას გემოს.

გემო? გემო შენი კოცნის, სიტყვა შენი ტკბილი,
შენთან ერთად დამავიწყდა წუთისოფლის დარდი,
შენი სახე მელანდებაო, როცა მოდის ღამე,
შენ ხარ ჩემი ფიქრის ბოლო, ჩემი დილის მთვარე.

გემო? გემო, როცა ტუჩზე მოდის,
მოდის, წვეთავს, მოდის, როდის?
ვიცი, თუკი არ იჩქარე,
არ დაგიწყებს შენ ის ლოდინს.

მოდის, მოდის მაშინ, როცა უნდა,
როცა არ ეტრფოდი, მაგრამ გსურდა,
მოდის, მოემართება, როგორც წყარო ანკარა,
სიყვარულმა ჩემი გოგო ხელის გულზე ატარა.

ატარა და თან წაიღო ჩემი ფიქრი, ნატვრა,
შენი სახე გამიხადა ყველაზე დიდი დარდი,
ვერ გავექეცი ამ გრძნობას, ვერც დავმალე არსად,
შენით იწყებს ჩემი დილა, შენით მთავრდება ღამე.

ატარა ვით ფოთლები გადარეულ ქარში,
ვით ოხერი ხეტიალობს წვიმაში თუ დარში,
და ეს გრძნობა მე ვეძიე, ჩამივარდა თვალში,
და ეს გრძნობა მე ვიპოვე მხოლოდ ამ ერთ ქალში.

ქალში? ქალში, რომლის მზერას ვერაფერი შეედრება,
მისი ერთი გამოხედვა გულში ჩამესვენება,
ხან მგონია, მთელი ქვეყნის სილამაზე მასშია,
ხან კი ვფიქრობ, ჩემი ბედი მის თვალებში დამრჩენია.

და თუ ოდესმე მკითხავენ, რა ყოფილა ნეტავი,
ვეტყვი, გრძნობა, რომელსაც ვერ აუხსნი ვერავის,
შენ ხარ ჩემი მონატრება, ჩემი ფიქრი, ნატვრა,
შენ ხარ ის, ვინც ჩემს ცხოვრებას სხვა ფერები დახატავს.

და იცი, ხან შემიპყრობს სევდა შენი,
ხან ღიმილი ალმაცერი,
ხანაც სუნთქვა შენი ეშხის,
ჩემო ტურფავ, შენი მესმის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი