ცრემლი


ალბათ არ გჯერა, რომ მიყვარდი,
შენ კარგს ეძებდი ყოველთვის სხვაში.
პოეტს ხომ დღეს თავს ბევრი ეძახის —
ალბათ ეს ლექსიც წვეთია ზღვაში.

და როს მოვედი შენს სახლის კართან,
საოცრად წვიმდა, თავს მეცლებოდა.
არ შემამჩნიე, თვალთ ამარიდე,
რადგან თავს უკვე სხვა გევლებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი