პოეტიზმები


ისე უეცრად კარგავს
ცხოვრება ეშხს და ტკბობას,
არანაირად არ ჰგავს
ტყუილს და პირფერობას.

ასე უმეცრად მითხრეს,
არ ამიარეს გვერდი,
რად ამ ხავერდის სითხეს
სევდისფერ ლექსად ვწერდი.

თუნდა ერქვას პოეზია,
აროდეს ვარ პოეტი!
ეს გრძნობათა მორევია,
მე კი არ ვარ გოეთე.

ნატყუარ, გადაპირფერულ
პასუხად დავგვიანდები,
მე რისი სევდიანი ვარ?
ლექსისთვის ვსევდიანდები.

ეს უმეცარი ტექსტები
ჩემურად უფრო მეტია,
ერქვას ჩემს სევდას ლექსები —
finita la commedia.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი