გადარჩენილი


ისევ მატყუებ ღმერთო?
ესევ აღელვდა მტკვარი,
უკან მომყვება ლანდად
ეს შემოდგომის ქარი

მე ვხედავ აღ მა ფრენას,
სიშორეს გა და ფრენილს,
ტკივილის გა ქარ წყლებას,
პოეტებს გა დარ ჩენილს.

არ ვემდურები წერას! 
თუნდაც გამისკდეს მიწა!
ისევ ვგრძნობ გულის ძგერას!
ამ გულის ძგერას ვფიცავ!

მე ამ ვარდისფერ გზაზე
ფეხაკრეფილი დავალ,
ერთ სადღეგრძელოს დავლევ!
და მერე ჩუმად წავალ...

დღეს გადაიღო წვიმამ
ისევ გამოჩნდა დარი,
სხივებს გადმოფენს ზეცა
ვეღარ დამანგრევს ქარი!

დღეს გადაეხსნა ბინდი
ამ ჩემ დაცრემლილ თვალებს,
ვხედავ დაფრინავს ჩიტი
ლექსებს უბრუნებს ვალებს.

თუ ვინ ოდესმე მითხრას
კვლავ შეიყვარე ქალი...
მე პოეზიას ვეტრფი!
პოეზიაა ვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი