ახლებურად!


მე შევჩერდი, შევანელე სვლა
დღეიდან არ ვეტოლები მთებს,
ახლებურად აბობოქრდა ზღვა
ძველებურად აღარ ვიზრდი თმებს.

მიყურებენ, უჭირთ სიტყვის თქმა
მიყურებენ, რაგვარც ალვის ხეს,
თითქოს მედგას გულს მაგივრად ქვა
თითქოს არვის არ ვუყვარდე დღეს.

გუშინ ღამით, ძველებურად ვენთე
ამ ღამით კი ახლებურად ვქრები,
გაუვიდათ ცეცხლის ალი დენთებს
მე ამ ღამით სულ სხვა გვარად ვკვდები!

ისევ შემხვდა უბედური სახე
მისი სახე სულ სხვაგვარად მახსოვს,
ვიცი ჩემთვის დაგებული მახე
ვიცი, ტკივილს ისევ გულში მაქსოვს.

არა! არვის დავუჯერებ ქვეყნად
თუნდაც ყველდღე ხეიბარი დავალ...
ძველებურად არ გქვხედავ ზეცას!
ახლებურად ღამის ბინდში წავალ.

იყო... ძველ დროს სიყვარული ერთი
დღეს კი არ მაქვს სიყვარულის თავი,
ძველ დროს იყო ჩემთან თეთრი მტრედი
დღეს დამჩხავის თავს ყორანი შავი.

მე... ამაღამ ძველებურად დავლევ
მაგრამ მაინც ახლებურად ვთვრები!
ცხოვრების გზას მე ამაღამ გავლევ
მე ამაღამ სხვანაირად ვკვდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი