არეული სიმშვიდე
გული სანაგვეში გადავაგდე, ისევ დამიბრუნდნენ გრიგალები. მითხარ, რომელ ხრამში გადავვარდე ყველგან მინდვრებია ტიალები. ისევ ყვავილები ტრფიალებენ, ისევ დაუბერავს ნიავები. ცაში იაგუნდნი ფრიალებენ, შენ კი ძველებურად გვიანდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი