ტურფა საქართველო....
ლექსებს ნუ აყვები ჩემო მეგობარო ქვესკნელს ჩაგიტანს და მიწას დაგანარცხებს. ღამე უცნაურად ყელში მოგედება — ათჯერ გეომება, ათჯერ დაგამარცხებს. ნურვის პოეტობას ნუღარ დაუჯერებ, ყველა ტყუილია, რაც კი გვიწერია. არვინ ისმენდა — და ცაში გაიფანტა რაც კი გიმღერია... რაც კი გიმღერია. ცაში ღრუბლებიც კი ისე დაიფანტნენ, თითქოს დრამატურგი წმენდდეს ნასცენარევს, სადაც პლებეებმა მეფე დაამხეს და ჰკლავდნენ პატრიციებს, სწვავდნენ კარდინალებს. მოდის უცნობიდან ხმალზე ხელწაკრული, ვენებს ისერავს და დროშას აფრიალებს; შენ კი — სინდისივით თავზე დაგადგება, გკითხავს: „რა გატირებს? რაღა გაღრიალებს?“ ახლა ქალაქებში მტვერი ჰაერია, შენ ღრმად ჩაისუნთქე — არც კი დაახველო. მითხარ, რად გინდოდით ვითომ პოეტები, ჩემო საქართველო, ტურფა საქართველო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი