უგვარსახელო


დავშორდი ლექსებს — მიტიროს ზეცამ,
თითქოს მკვდარივარ, უსულო, გვამი;
არ მქონდეს ქვეყნად ბედნიერება,
არც ერთი წუთი, არც ერთი წამი.

თუ დაგივიწყე ოდეს, ძვირფასო,
დაე, მიგლოვონ, დაე, ვკვდებოდე;
მიწაში ვიწვე — მციოდეს ძლიერ,
შენ კი ჩემ საფლავს ეფერებოდე.

ოდეს თუ მპოვე უსიყვარულოდ,
არ მღირსებოდეს ედემის ბაღი;
შენ მე დამწერე უსათაუროდ,
უგვარსახელოდ დამადე დაღი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი