François...
იცი, როგორი იყო François? ვერ ავღწერ... თითქოს მებრძვის კალამი. იგი მიყურებს — სიტყვას არ ამბობს, ვერც მე ვუბოძე ნაზი სალამი. თვალებზე ცრემლი ჰქონდა, François... ვერ შევუნელე ვერც ერთი წვეთი. მე ვიცი — ახლა ციდან მიყურებს, და გულიანად იცინის ღმერთი. François, მომეც შავი სმოკინგი, დაუყოვნებლივ! რად ტანს ავისხა! მე მისი ცრემლის ქვეშ მსურს ვეწამო და სიყვარულის ღვინო დავისხა. აღუწერელი გრძნობების წერას, ჰგავს მისი ნახვა... რაგვარც სიზმარი. ჩემო François, გემუდარები... რამე მითხარი, რამე მითხარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი