***


ლოყებზე რომ დაგფენია
ვარსკვლავები, მზე და მთვარე,
არსებობით რად მეძახი?
შემიყვარე, შემიყვარე.

დრო მიდის, დრონი მეფობენ
ასეა, ასეც იქნება,
როს ჩიტი გადაფრინდება
ქვაც გულად გარდაიქმნება.

თუ ოდეს სხვისი იქნები
გეტყვის ბებერი გადია,
ერთ ლამაზ გაღიმებაზე
ათასი ლექსი მწადია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი