საფსიქიატრო


დღე დამდგარა ღრეობის, 
ცაც კი მტრობის ფერია. 
გაორება მეობის,
ეს სიკვდილის მტვერია. 
უსასრულო ვაების, 
მკვლელი დაავადება.
დამონება ბატონის,
მონას გაახარებდა. 
სამეფო კარს ანგრევენ, 
მეფის ტახტი დაიწვა.
შიზოიდთა არმია,
სიბნელისკენ დაიძრა. 
ყველა მხედავს ერთობა, 
ყველა სინდისს მოარყევს. დავიწყებულ გვერდების,
ნაწერს ფერფლად მომაყრის. 
როცა მორგანს დამარხავს,
ნასვამს, დაავადებულს, 
მოვუსმენ ბუდაღაშვილს, "გამოფსიქიატრებუსლს". 
განგრენისფერ ქალაქის,
მტვერი ტანზე მედება.
გამოჩნდება ყველანი,
დამუნჯებულ მედდებად. 
თუმცა არვინ არ იცის, 
რისთვის წერდნენ გიჟები.
ამ ცხოველთა ფერმაში,
თითქოს უკვე ვგიჟდები. 
მაინც მესმის შენი ხმა,
ძილის წინ მეახლება.
გულს შუაზე მისერავს, 
თითქოს ჩემში სახლდება. ვუკიდებდი სიგარეტს, 
ახველებდა ოთახი. 
ვეძებ, რომელ სიწმინდეს? 
ქრისტესა თუ ოჯახის? 
სამარტოო საკნების,
მარტოობას ეფერე.
ნუ შეჰყურებ გისოსებს,
დაუკარგავთ ელფერი. 
დიდი ხნის წინ დაურგავთ, 
დაურგავთ თუ — დამარხეს.
თუმცა ვეღარ იპოვი
დღეს მუმიას სამარხში. 
დანარჩენი მოიმკის, 
თუ რამე უთესია.
ეს დამპალი ყვავილი,
ის დამპალი თესლია!
გამომტაცეთ ხელიდან, 
ფურცელი და მელანი.
თორემ ჩემში ბნელი ხართ.
ათიდან ცხრა — ყველანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი