ფერი-ცვალება
არ დაიწმინდო ცრემლი თვალიდან, სულში აგროვე დარდები, რისხვა, განაცალკევე ხორცი კანიდან, გტკიოდეს! არც კი გაბედო მისვლა! როს თავს ეხვევა დიდება, ქება, სულიერება იმ წამსვე კვდება, საგაზაფხულო ფერიცვალება ყოფილა შენი გარდაცვალება! გადმონთხეული სულის ტკივილი აროდეს იყოს შენი გოდება, სიჩუმე იყოს შენი კივილი, მუდამ გახსოვდეს — არმოგონება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი