ძილის პარალიზი
ღამე კვლავაც თეთრად გავათენე, ფიქრებს ეწურებათ ლექსიკონი. ფიქრში ჰიპოთეზა ავაჟღერე: "რაღაც შემეშალა? ალბათ, მგონი." დილით უთენია გავიღვიძე, თვალის გუგებიდან ბინდი წვება. "ყავით გამოვალ", - თქო გავიფიქრე, ოდნავაც ვერ ვიგრძენი შვება. "თურმე სად იღვიძებ, ჩემო თავო?" დამბლა გეწვია და ჩემთან რჩება. ამ ავბედითი სტრესის გამო ასე სიზმრებს შორის გეღვიძება. მერე ეჩხირები ორი წამით, თავზე თითქოს ლოდი დაგასვენეს. მაგრამ თავს იმშვიდებ ერთი რამით: "ხალხი იქ მაინც ხომ დაგასვენებს?" აი, ღამე თეთრად ნათენები, დამბლა მერე ისევ ჩაძინება. თავზე დამტრიალებს ათენები... აი, ანგელოზის ჩაღიმება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი