სიყვარული პუნიკურად


შენში ქარიშხლების სინაზეს ვხედავ,
ისე დამანგრიე, როგორც კართაგენი.
მე უსიტყვოდ შენს გაგებას ვბედავ,
გრძნობა გადავხიზნე, მაინც, მიაგენი.

ოდეს უძლეველი რომიც დაეცემა,
როგორც დაცემულა ყველა იმპერია,
ოდეს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა,
შენ სიმშვიდის ხარ ჩემთვის ისტერია.

სანამ ცოცხალი ვარ, მე არ დავნებდები,
ეს ხომ მე დავუშვი, რომ შენ დაგენგრიე.
და მეც პუნიკურად სამჯერ ვმეორდები:
"თავად გამოგიხსნი, რადგან მე გაგრიე!"

შენში ქარიშხლების სინაზეს ვხედავ,
ისე დამანგრიე, როგორც კართაგენი,
მე უსიტყვოდ შენს გაგებას ვბედავ,
გრძნობის განცხადებით ახლა კართან გელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი