ბედნიერი მელანქოლია
თურმე კარგია მელანქოლია, მე მივეჩვიე, ასე მგონია. კაცს, რომ სიკვდილი თავს დასდგომია, მას დასაკარგი ბევრი ჰქონია. მუდამ გასტანსო ბედნიერება, შენც თუ ჩემსავით ასე გგონია, შემცდარხარ, კარგო მშვენიერება, გაქრება, როგორც ზღვაში თოლია. მჯერა, დავიჭერთ ჩვენს მშვენიერ წამს, ბედნიერება დეტალებშია. და მეც ვიპოვნი, დღემდე ასე მწამს, ჩემი დეტალი იქნებ შენშია... მაინც კარგია მელანქოლია, სიმშვიდე, ოდნავ შემთვრალი დარდი. ბედნიერება უფრო კარგია, ლოდინი კართან და ხელში ვარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი