დილემა


ახლა აპრილის შვიდია
 და ათიც არის ივლისი
 გული ბობოქრობს გონება მშვიდია
 არეულია თბილისი

მე გიღალატე განვიცდი 
არჩევანის მაქვს  დილემა
ალბათ ვერ მოვალ შენ მაინც მიცდი
და მოთმინებაც ნელა ილევა

კარგი დღე არის გამოდარების
საჭიროება გახდა ცვლილება
გთხოვ მაპატიო გემუდარები
მე შემაშალა განზომილება.

ახლა აპრილის შვიდია
და ათიც არის ივლისი
გული ბობოქრობს გონება მშვიდია 
არეულია თბილისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი