რევოლუციური განწმენდა
ქალაქის ერთ-ერთი შენობის ჩიხში,ქაოსს იწვევდა დამაყრუებელი სიჩუმე.ჩიხი იმდენად მიგდებული ადგილი იყო,რომ იქ თავს ათასი რჯულის ხალხი იყრიდა.ღამით,როდესაც სიბნელეს ნისლი შეერეოდა,ჩამომწკრივდებოდნენ ქალაქის სახელგანთქმული ბოზები,ძალიან ხშირად შევხვდებოდით იქვე მწოლიარე ნარკომნებს,რომლებიც პერედოზში იყვნენ,ოღონდ გაუცნობიერებლად. შეხვდებოდით ნარკოტიკების გადამყიდველებს,ლოთებს,რომლების ერთი ჭიქა ალკოჰოლისთის მზად იყვნენ ერთმანეთი დაეხოცათ.აქვე იყრიდნენ თავს მილიარდელი პედოფილები,რომლებისთვისაც ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ბავშვები მოჰყავდათ.ჩიხი ზედმეტად ვიწრო იყო და ეს ხალხი საქსოვი ძაფივით შეხლართულები იყვნენ ერთმანეთში. ჩიხი კი ყველაზე მყრალი ადგილი იყო დედამიწაზე,აქ ერთმანეთშ ირეოდა-ალკოჰოლის,ნარწყევის,შარდისა და სპერმის მყრალი სუნი.კიდევ იცით რა აყროლებდა ჩიხს? ამდენი ჩამპალი სულის მქონე ადამიანი. ჩიხს გარს ბევრი ადამიანი უვლიდა,ხედავდნენ ამ ცხოვრებაზე ხელაღებულ მილიარდელებს და ხმასაც არ იღებდნენ ისე გაეცლებოდმემ ხოლმე ჩიხს,სწრაფი ნაბიჯებით. ერთ ღამეს,როდესაც მთვარის შუქს ღამის ნისლი შეერწყა და ჩიხში ყველა ცხოველი ერთად გამოვიდა,ჩიხის ყველა რადიუსი დაკავდა,ქალაქმაც დაიძინა და ამ დროს დასადგურებული უკუნითი სიჩუმე ჩიხიდან წამოსულმა იარაღიდან სროლის ხმამ გაარღვია. ჩიხი იღიმის. ჩიხში ბევრ ცხოველს მოხვდა ტყვია,ბევრიც გაიქცა.სიბნელიდან ნელი ნაბიჯებით გამოდის მამაკაცი,რომელსაც ხელში უჭირავს სმიტის იარაღი,რაც თავიდანვე თავის ძველმოდურობაზე მიუთითებს. აცვია დიდი პლაში,სადღაც მუხლს ქვემოთ,მუქი მწვანე სისხლისგან დალაქავებული.ყავისფერი ვილვეტის შარვალი აცვია,რომელსაც ასევე ეტყობა სისხლის კვალი,ფეხზე კი შავი მაღალყელიანი ბატინკები აცვია. პერანგი რომელიც პლაშის შიგნით აცვია წითელია,ამის გამოა რომ არ ეტყობა სისხლის ლაქა,მხარზე ჩამოკიდებული აქვს 2 იარაღის ბუდე,თუმცა მხოლოდ ერთია ცარიელი. მეორე ბუდე დაკავებული აქვს გლოკს, ვერცხლისფერია და ზედმეტად მძიმეა,რადგანაც ბუდე ჩამოწელილია. მას დიდი ამაყი კაცის კისერი აქვს,მთლად მოღერილია და ღამის ქარი ეხეთქება,სახეზე მოუვლელი წვერი აქვს,თითქოს მისი ყველა საფიქრალი სხვაგან არის და წვერის გაპარსვისთვის ვერასდროს ვერ მოიცალაო.ულვაშები მეტად დიდია ვიდრე სახის წვერი,როგორც ჩანს ადრე ინტენსიურად უფრო ულვაშს იზრდიდა ვიდრე წვერს.მსხვილი შავი თვალები აქვს,გარშემო მუქი შავი უპეებით,თითქოსდა არასდროს უძინიაო,ისეთი შავია.მისი თმა უკან გადაწეულია,ოდნავ ჭაღარაშერეული. პლაშის საყელოდან მოსრიალებს სისხლის წვეთი და ჩადის ქვემოთ ჯიბის მიმართულებით სადაც წიგნი დევს.წიგნი ჰაიკუების კრებულია ავტორი მაცუო ბაშო. მძიმე ნაბიჯებს დგამს,სახეზე შეჭმუხნილი ემოციები,ღიმილში გადაუვიდა და ხმამაღლა ყვირის:დიახ!ჩიხის განწმენდის დრო დადგა. ტრასას კვეთს და სიბნელეში უჩინარდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი