დაკარგული


დავიკარგე,
ჩემი თავის აღარ მესმის ძველებურად,
გავიფლანგე,ისე,როგორც ლოთის ხელში ნიჭი,
აღარავინ მისმენს კარგო შენებურად.
რა რთულია,როცა გცივა მზეშიც,
ჩემი თავის ვერ გავიგე ენა,
მომენატრა შენი ხელი ჩემში,
მომენატრა შენი ნაზი მზერა.
ზამთარია,ახლა უკვე ჩვენში,
ცივა,ცივა,ცივა…
გაყინული გული მიძგერს მკერდში,
უშენობა,ახლა უფრო მტკივა.
დამესიზმრე წუხელ ღამით ღმერთო,
ცხადს არ გავდა იქ არცერთი წამი,
ახლა ყვავილს დაემსგავსე ჩემო,
შენზედ ხოხავს გამთენიის ნამი.
ჩემი თავის აღარ მესმის,არა
რა ყოფილა ეს ცხოვრება,შლამი,
შენზე ვფიქრობ ისევ წარა-მარა,
ალბათ ჯობდა დამელია შხამი.
წამიტაცეს ამ ცხოვრების წლებმა,
რაც დრო გადის აღარ მინდა წერა,
ჩემზე კარგად იცი არვინ გიცნობს,
თუმცა მაინც,მე მარიდებ მზერას,
ამ გულს ჩემო,ომგარეშე იპყრობ,
ამ გულს ჩემო,შენ სწყურიხარ მხოლოდ.
გავა ასე სამუდამოდ წლები,
შენ დარჩები ისევ ისე ტანჯვად,
მე კი წავალ,დამფერფლავენ დღენი,
რომელიც კი შენზე ფიქრში გავა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ამხანაგი საბიასიმარტოხელა მოარული10 თვის წინ

Nnnnnnnnnnn

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი